გიორგი გახარია - განსაკუთრებული მადლობა ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს იმ წვლილისთვის, რომელიც არსებულ ბრძოლაში შეიტანა ფინანსურადაც და მენეჯმენტის ნაწილში
გიორგი გახარია - განსაკუთრებული მადლობა ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს იმ წვლილისთვის, რომელიც არსებულ ბრძოლაში შეიტანა ფინანსურადაც და მენეჯმენტის ნაწილში

განსაკუთრებული მადლობა ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს იმ წვლილისთვის, რომელიც არსებულ ბრძოლაში შეიტანა ფინანსურადაც და მენეჯმენტის ნაწილში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერი ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას წარადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში თანხები გადარიცხეს.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ახლა ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, პირველ რიგში გამოწვეულია ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვის მოტივაციით და შემდგომ ეკონომიკური და ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციით.

„დღეს ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ეს გახლავთ ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ასევე, ჩვენივე მოქალაქეების ეკონომიკა და სოციალური უზრუნველყოფა. ამიტომ, ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც დღეს მთავრობა დგამს, რა თქმა უნდა პირველ რიგში გამოწვეულია ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვის მოტივაციით და შემდგომ ეკონომიკური და ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციით.

ამ ნაწილში ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ასევე თითოეულ იმ საჯარო მოხელეს, კერძო სექტორის წარმომადგენელს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელმაც ფინანსური დახმარება გაუწია სპეციალურ ფონდს, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდს, რომელშიც უკვე საკმაოდ სოლიდური თანხა მოგროვდა.

რა თქმა უნდა, აქ მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „ქართუ“ ფონდს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ წვლილისთვის, რომელიც ამ ბრძოლაში მან შეიტანა ფინანსურადაც და რა თქმა უნდა მისი პირადი ჩართულობით მენეჯმენტის ნაწილში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი