გიორგი გახარია - გამყოფ ხაზებთან უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასა და ეფექტურობის გაზრდაზე ვმუშაობთ 
გიორგი გახარია - გამყოფ ხაზებთან უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასა და ეფექტურობის გაზრდაზე ვმუშაობთ 

უკვე დავიწყეთ მუშაობა, რომ გამყოფ ხაზებთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული და უფრო ეფექტური იყოს. ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“.

„ამ ფუნქციას ორივე გამყოფ ხაზთან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ასრულებს. სახელმწიფოს ძირითადი ბერკეტი საერთაშორისო ფორმატებია, რომლებიც აქტიურად და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ. რა თქმა უნდა, ჩვენი ბერკეტია უსაფრთხოების ზომები, რომელიც გამყოფ ხაზთან უნდა მივიღოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.