გიორგი გახარია - ფინანსთა სამინისტროს უნდა დავავალოთ, მოიძიოს დამატებით რესურსი, რომ დავიწყოთ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი
გიორგი გახარია - ფინანსთა სამინისტროს უნდა დავავალოთ, მოიძიოს დამატებით რესურსი, რომ დავიწყოთ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი

ფინანსთა სამინისტროს უნდა დავავალოთ, მოიძიოს დამატებით რესურსი, რომ დავიწყოთ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი, – აღნიშნული დავალება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე.

„რეგიონებში ხალხთან შეხვედრების, საუბრის და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს უნდა დავავალოთ, მოიძიოს დამატებით რესურსი, რომ დავიწყოთ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ. არ არის კატასტროფულად დიდი თანხები, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მოეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, თავი რომ დავანებოთ მოქალაქეების ინტერესებს. იქედან გამომდინარე, რომ შესაძლებელი გახდება მეტი მიწა ჩაერთოს ეკონომიკურ აქტივობაში. ბატონო ვანო, მიიღეთ ეს დავალებად, რომ როგორმე 4-წლიანი პროგრამის დაფინანსება დავიწყოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.