გიორგი გახარია - ფინანსთა სამინისტრომ საკვები პროდუქტებით ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო, რაც ბიზნესსექტორს ოპერირებას გაუმარტივებს
გიორგი გახარია - ფინანსთა სამინისტრომ საკვები პროდუქტებით ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო, რაც ბიზნესსექტორს ოპერირებას გაუმარტივებს

ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, ქმნის იდეალურ პირობებს, რათა საკვები პროდუქტებით ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგები იყოს ​უმარტივესად ჩამოწერილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„კიდევ ერთი სასიხარულო და ასევე დიდი ხნის საკითხი, რომელიც გახლავთ სასურსათო, საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის საკითხი, რომელიც, რაც თავი მახსოვს, სულ დავის საგანი იყო ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის. ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, ქმნის იდეალურ პირობებს, რათა ბუნებრივი დანაკარგები ამ სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნესსექტორს გაუმარტივებს ცხოვრებასა და ოპერირებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.