გიორგი გახარია ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები ფასების სტაბილურობისთვის
გიორგი გახარია ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები ფასების სტაბილურობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობისა და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„მინდა, ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ  არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობისა და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად. დღეს ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ყველამ კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე ინფლაციის ზღვრული ნორმები, რომელიც  გვქონდა წლის დასაწყისში დაგეგმილი და ფასების სტაბილურობა“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, მთავრობა ყველა შესაბამის ნაბიჯს გადადგამს.

„ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს, თუმცა ასევე მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებშია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.