გიორგი გახარია - ექვსი წელია, სხვადასხვა სახით ვარ ამ მთავრობაში და არასდროს მიხსენებია ცხრა წელი, ეს მომიწია გუშინ თუ გუშინწინ
გიორგი გახარია - ექვსი წელია, სხვადასხვა სახით ვარ ამ მთავრობაში და არასდროს მიხსენებია ცხრა წელი, ეს მომიწია გუშინ თუ გუშინწინ

მე ექვსი წელია, სხვადასხვა სახით ვარ ამ მთავრობაში და არასდროს მიხსენებია ცხრა წელი, არასოდეს, ეს მომიწია გუშინ თუ გუშინწინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„ცხრა წელი არ მიხსენებია სხვადასხვა მიზეზის გამო, რადგან იყო კოჰაბიტაცია, რასაც ჩვენც სხვანაირად აღვიქვამთ, თუმცა პოლიტიკურ კულტურაში სულ სხვა რაღაცას ნიშნავს. სხვადახვა პოლიტიკური ორიენტაციის ძალების ხელისუფლებაში ერთდროულ ყოფნას და საერთოდ არ ნიშნავს შერიგებას. როცა ვიღებთ გადაწყვეტილებას და ვამბობთ, ჩვენ ძირითად ინსტრუმენტად და იარაღად უნდა გავიხადოთ სიმართლე, მარტივად გეტყვით რატომ – ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, რომელიც ამ ტრიბუნიდან აუცილებლად მინდა ვთქვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ შეძლო, რომ წინა ხელისუფლებას რეალური ინსტრუმენტები, რომლითაც შეეძლოთ ცალკე აღებული მოქალაქეზ ეძალადათ, ჩამოართვა სასჯელაღსრულების სისტემა, სახელისუფლებო სისტემა და კიდევ ბევრი რამ.

„ერთადერთი რაც დარჩათ, იყო პროპაგანდა ამ შვიდი წლის განმავლობაში, ამ პროპაგანდას იყენებდნენ ისე ეფექტურად, რომ ფაქტობრივად მოხდა სიმართლის სიცრუით ჩანაცვლება. ამან ისეთი გავლენა იქონია მოქალაქეების აღქმაზე, რომ დღეს მათ აღქმაში უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ისეთი საკითხები, როგორიც არის „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური გაერთიანების საგარეო ორიენტაცია, ოკუპაციასა და მართლმსაჯულებასთან მიმართებაში პოზიცია, მედიათავისუფლება​“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.