გიორგი გახარია - სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა კვლევა იყოს გარკვეული დასკვნებისა და ანალიზის საფუძველი, ჩვეულებრივ პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა
გიორგი გახარია - სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა კვლევა იყოს გარკვეული დასკვნებისა და ანალიზის საფუძველი, ჩვეულებრივ პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა

ენდიაი“-ს კვლევებთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ საბოლოო განაჩენს მაინც ამომრჩეველი გამოიტანს და დაველოდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ყველა კვლევა, ნაცვლად იმისა, რომ გახდეს დასკვნისა და ანალიზის საფუძველი, პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა. ​

ენდიაის“ კვლევებს რაც შეეხება, გულწრფელად ვამბობ, სამწუხაროდ ყველა, სხვადასხვა სახის კვლევები, იმის მაგივრად, რომ გახდეს გარკვეული დასკვნებისა და ანალიზის საფუძველი, ჩვეულებრივ პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა. ამიტომ ამ კვლევებთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ საბოლოო განაჩენს მაინც ამომრჩეველი გამოიტანს და დაველოდოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.