გიორგი გახარია - ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ხაზგასმით აღნიშნა ტელესკოლის პროექტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული
გიორგი გახარია - ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ხაზგასმით აღნიშნა ტელესკოლის პროექტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) გამოაცხადა, რომ დისტანციური განათლების მოდელი, რომელიც საქართველოში იყო დანერგილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა განათლების სამინისტროს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები ქვეყანას მისცემს აკადემიური წლის გამოცხადების გამოწვევის თავიდან აცილების შესაძლებლობას.

„გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ იქ, სადაც გვაქვს წარმატებები, ეს დავაფიქსიროთ. მოგეხსენებათ, ერთ-ერთ ანგარიშში ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) გამოაცხადა, რომ დისტანციური განათლების მოდელი, რომელიც საქართველოში იყო დანერგილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს. ხაზგასმით გამოყოფილი იყო ტელესკოლის პროექტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. ეს ის ნაბიჯებია, რომელმაც განათლების სამინისტროსთან ერთად შეიძლება მოგვცეს საშუალება, დავძლიოთ ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება და ეს არ მოგვიწიოს. ესეც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც 30 მარტიდან მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებით სარგებლობის საშუალება აქვთ.