გიორგი გახარია - ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული სახელწიფო არის ის, რამაც უნდა დაგვაბრუნებინოს ტერიტორიული მთლიანობა
გიორგი გახარია - ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული სახელწიფო არის ის, რამაც უნდა დაგვაბრუნებინოს ტერიტორიული მთლიანობა

ატოცში რაც ხდება, ამაზე ჩვენ ერთხელ უკვე გამოვთქვით აზრი და ვადასტურებთ, რომ ეს არის მიუღებელი და იმ პოლიტიკის, ბორდერიზაციის გაგრძელებაა, რაც დაწყებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერი გაკეთდება, რათა თითოეული მოქალაქის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა დაცული იყოს.

„დღეს სახელმწიფო, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, სრულ სინქრონში, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვდგამთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ წყანარად, მშვიდად ჩვენმა მოქალაქეებმა განაგრძონ თავის მიწაზე ცხოვრება. მინდა, გთხოვოთ თქვენც, უნდა გავითვალისწინოთ, მეც ხომ აქ ვარ დღეს, გორში ვარ, აი სულ ახლოს საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ ვსაუბრობთ სულ სხვა თემებზე. უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომავალი არის სწორედ ასეთ ხალხთან მუშაობა. შრომა, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული სახელწიფო არის ის, რამაც უნდა დაგვაბრუნებინოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა გახარიამ.