გიორგი გახარია - ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის სექტორის აღდგენის მიმართულებით დავალება აქვს მიღებული, უკვე შემუშავებულია სტრატეგიული გეგმა, რომელიც საზოგადოებას წარედგინება
გიორგი გახარია - ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის სექტორის აღდგენის მიმართულებით დავალება აქვს მიღებული, უკვე შემუშავებულია სტრატეგიული გეგმა, რომელიც საზოგადოებას წარედგინება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის სექტორის აღდგენის მიმართულებით დავალება აქვს მიღებული.

გახარიას თქმით, უკვე შემუშავებულია სტრატეგიული გეგმა, რომელიც საზოგადოებას მალე წარედგინება.

„ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს ტურიზმის სექტორის აღდგენის დავალება, როგორც ყველაზე დაზარალებულის, და ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძრავის, სტრატეგიული გეგმის შემუშავება. როგორც ვიცი, ეს გეგმა დასრულებულია და ჩვენ უახლოეს დღეებში განვიხილავთ ამას, ასევე წარვუდგენთ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, პრემიერის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერების მხარდასაჭერად ეფექტური და ქმედითი გეგმა შეიმუშავა.

„აღნიშნულიც უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი ჩვენი მოსახლეობისთვის და რა თქმა უნდა, უპირველესად, ფერმერებისთვის. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სოფლის აღორძინება, ფერმერების მხარდაჭერა დღეს საერთოდ ახალ ფასეულობასა და ახალ განზომილებას იძენს იმ გამოწვევების პარალელურად, რომელსაც  ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით, თუნდაც სურსათის უსაფრთხოებისა და პირველადი მოთხოვნის პროდუქტებით ქვეყნის მომარაგების თვალსაზრისით“, – განაცხადა გახარიამ.