გიორგი გახარია ეგვიპტის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა
გიორგი გახარია ეგვიპტის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრ საჰარ ნასრის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო საუბარი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეგვიპტის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ ეგვიპტესა და საქართველოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც თბილისში 2020 წელს გაიმართება. აღინიშნა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, სახელმწიფოებს შორის არსებული ეკონომიკური პროექტების შეფასება მოხდეს, ასევე განისაზღვროს ახალი შესაძლებლობები.