გიორგი გახარია ე.წ. მუქარის წერილზე - ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით და მიიტანეთ, რაც გაქვთ
გიორგი გახარია ე.წ. მუქარის წერილზე - ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით და მიიტანეთ, რაც გაქვთ

აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი, ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით და მიიტანეთ, რაც გაქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში თუ განაახლებს გენერალური პროკურატურა ძიებას, გამოცხადდება თუ არა გამოკითხვაზე, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს მოქალაქე, ემორჩილება ქვეყნის კანონმდებლობას.

„მე, როგორც საქართველოს მოქალაქე ვაცხადებ, რომ ვემორჩილები სრულად ჩვენს კანონმდებლობას. მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თავისი უფლებამოსილების პერიოდში მივედი პროკურატურაში არაერთხელ და მივეცი ჩვენება, რასაც კანონი ჩემგან მოითხოვდა. რა თქმა უნდა, იმავეს გავაგრძელებ, ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. ასეთი განცხადებებით ვერავინ დისკომფორტს ვერ შემიქმნის და მოქმედების არეალსაც ვერ შემიზღუდავს, უბრალოდ, ხანდახან ღიმილს იწვევს თანმიმდევრულობაც, ლოგიკურობაც და კიდევ ბევრი რამ. აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი. ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით და მიიტანეთ, რაც გაქვთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი