გიორგი გახარია - დღეს, საქართველოს ჯარს აქვს ზუსტად ისეთი ამუნიცია, როგორიც გერმანელ და  ამერიკელ ჯარისკაცებს
გიორგი გახარია - დღეს, საქართველოს ჯარს აქვს ზუსტად ისეთი ამუნიცია, როგორიც გერმანელ და  ამერიკელ ჯარისკაცებს

რეალურად, საქართველოს ჯარს, დღეს, აცვია ზუსტად ისეთი ამუნიცია, როგორიც აცვია გერმანიის, ამერიკის, ზუსტად იგივე ხარისხის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა იმისა, რომ მთავრობა აღნიშნულ საკითხს აკონტროლებს, ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, ხარისხობრივი გაუმჯობესება, რომელიც მინისტრმა გააკეთა.

„ხომ არ შეიძლება ყველაფრისგან რაღაც ისტორიის შექმნა. 26 მაისი ვაზიანში აღვნიშნეთ და ვესაუბრე რიგით ჯარისკაცებს, აღფრთოვანებულები იყვნენ ფეხსაცმლით და მითხრეს, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბოტასები მაცვიაო. ეს ხალხი იყო კმაყოფილი და ბედნიერი. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია. ამის გამო მინისტრს მადლობას ვეტყვი, რომ რიგითები ასე გრძნობენ თავს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.