გიორგი გახარია - დღეის მდგომარეობით, განხორციელდა 772 დევნილი ოჯახის განსახლება და მიმდინარეობს 2 265 ბინის მშენებლობა
გიორგი გახარია - დღეის მდგომარეობით, განხორციელდა 772 დევნილი ოჯახის განსახლება და მიმდინარეობს 2 265 ბინის მშენებლობა

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი დევნილები და ეკომიგრანტები; ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, მუდმივად, ყოველდღიურად და ყოველწლიურად ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, რათა  გამოვლილი დიდი ტრაგედია, შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ მათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით განხორციელდა 772 დევნილი ოჯახის განსახლება და მიმდინარეობს 2 265 ბინის მშენებლობა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, „სოფლად სახლის“ პროექტით, რომელიც გულისხმობს დევნილებისთვის სოფლად სახლის და შესაბამისი მიწის შესყიდვას, შესყიდულია 509 საცხოვრებელი ფართი. რაც შეეხება ეკომიგრანტებს, მათთვის შესყიდულია 167 საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთები.

„დამატებით მოგახსენებთ, რომ ეკონომიკურ კრიზისზე საპასუხოდ, გამოვყავით 150 მილიონი ლარი, რათა სამშენებლო სექტორისგან სახელმწიფომ წინასწარ, ტენდერის საშუალებით დევნილებისთვის შეისყიდოს დამატებითი ბინები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი