გიორგი გახარია დავოსში ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერების პრეზენტაციას დაესწრო
გიორგი გახარია დავოსში ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერების პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსში ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერების პრეზენტაციას დაესწრო.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართულმა სტარტაპმა – Vault Wines დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ღვინის ავთენტურობისა და მეღვინეობის აქტივების მართვის პროგრამა წარადგინა, რომელიც წამყვანი შვეიცარული ფონდის – CVVC ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებულია.

ქართული სტარტაპი, რომელიც ღვინის ელექტრონული კომერციის ბიზნესსა და ღვინის ავთენტურობისა და მეღვინეობის აქტივების ბლოკჩეინზე დაფუძნებულ მართვას გულისხმობს, 125 000 აშშ დოლარით დაფინანსდა. კომპანია პროექტს 10 კვირის განმავლობაში 70-ზე მეტ გამოცდილ ექსპერტთან ერთად ამუშავებდა, რამაც ხელი შეუწყო პროექტის დახვეწასა და საერთაშორისო კავშირების დამყარებას. ქართულ სტარტაპს უკვე ჰყავს შვეიცარიელი და ავსტრიელი კონტრაქტორები, რომლებიც მას გაუყალბებელი ჰოლოგრამებით და QR კოდებით უზრუნველყოფენ.

პრემიერ-მინისტრმა ქართველ ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ქვეყნის განვითარების პროცესში ინოვაციური იდეების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.