გიორგი გახარია - დავით გარეჯის საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და კითხვები, რატომ ახლა ან ასეთი ფორმით, მიუღებელია 
გიორგი გახარია - დავით გარეჯის საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და კითხვები, რატომ ახლა ან ასეთი ფორმით, მიუღებელია 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს და რატომ ახლა ან რატომ ასეთი ფორმით, ეს კითხვები აბსოლუტურად მიუღებელია.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ღირსეული პოლიციელი, მესაზღვრე, ჯარისკაცი, ჩვენი ქვეყნის არის ფუნდამენტი და საფუძველი. დავით გარეჯის საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში, შესაბამისად, სრული ინფორმაცია არის პროკურატურაში. რა თქმა უნდა, იქ თუ არსებობდა დანაშაულის შემადგენლობა, ყველა პირობის დაცვით და ყველა მდგენელის მიუხედავად, პროკურატურა ვალდებული იყო, ეს გამოძიება დაეწყო და დაასრულოს, ასევე ვალდებულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ქვეყნისთვის სენსიტიურ საკითხს და უამრავ კითხვას აჩენს ჩვენს მოქალაქეებში. რატომ ახლა ან რატომ ასეთი ფორმით, ეს კითხვები აბსოლუტურად მიუღებელია. საქმე ეხება დანაშაულის შემადგენლობას, რომელიც ასევე ქვეყნის ინტერესებს ეხება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.