გიორგი გახარია - დათო კირკიტაძე სწორად „ჩავაგდეთ“ და კიდევ სხვებსაც „ჩავაგდებთ“, ვინც ამას დაიმსახურებს
გიორგი გახარია - დათო კირკიტაძე სწორად „ჩავაგდეთ“ და კიდევ სხვებსაც „ჩავაგდებთ“, ვინც ამას დაიმსახურებს

დათო კირკიტაძე სწორად „ჩავაგდეთ“ და კიდევ სხვებსაც „ჩავაგდებთ“, ვინც ამას დაიმსახურებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

გახარიას პასუხი მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ  თინა ბოკუჩავას განაცხადებას, რომ “ახალქალაქში თავდასხმაში დამნაშავეებს ხელს აფარებენ, ხოლო დავით კირკიტაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში „ჩააგდეს“.

საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. საკნონმდებლო ორგანოს ტრიბუნასთან ამ წუთებში სიტყვით გამოდიან კომიტეტების თავმჯდომარეები.