გიორგი გახარია - დაგვაკლდა ცოტა ტურისტი, მაგრამ ზამთარში ბევრი ქართველი ამოვიდა მესტიაში, ნელ-ნელა თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ სამშობლო, რადგან ბევრი ქართველი, სამარცხვინოდ და სამწუხაროდ, მესტიაში ნამყოფი არ იყო
გიორგი გახარია - დაგვაკლდა ცოტა ტურისტი, მაგრამ ზამთარში ბევრი ქართველი ამოვიდა მესტიაში, ნელ-ნელა თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ სამშობლო, რადგან ბევრი ქართველი, სამარცხვინოდ და სამწუხაროდ, მესტიაში ნამყოფი არ იყო

დაგვაკლდა ახლა ცოტა ტურისტი, მაგრამ ზამთარში ყველამ ვნახეთ, რომ ადგილობრივი იმდენი ქართველი ამოვიდა მესტიაში, რომ ბევრ ჩამოსულზე შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი იყოს ის, რადგან ქართველებმა ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ და თავიდან აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, რადგან ბევრი ქართველი, სამარცხვინოდ და სამწუხაროდ. მესტიაში საერთოდ ნამყოფი არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მესტიაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ყველამ ერთად, მთლიანად საქართველომ მესტია, მისი უნიკალური ბუნება და კულტურა უნდა გაიცნოს.

მისივე თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა ჩადებს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს და ამ თანხის დიდი ნაწილი მიმართული იქნება მესტიისკენ, სვანეთისკენ და საერთოდ, მთის მიმართულებით.

„ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, რომ ვიფიქროთ და ვიჭორაოთ წარსულზე, ჩვენი მთავარი მიზანია, ვიყუროთ წინ, რათა მიუხედავად ყველაფრისა, ყველა კარგად ვხედავდით, მესტია როგორ ვითარდება. დაგვაკლდა ახლა ცოტა ტურისტი, მაგრამ ზამთარში ყველამ ვნახეთ, რომ ადგილობრივი იმდენი ქართველი ამოვიდა მესტიაში, რომ ბევრ ჩამოსულზე შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი იყოს ის, რადგან ქართველებმა ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ და თავიდან აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, რადგან ბევრი ქართველი, სამარცხვინოდ და სამწუხაროდ, მესტიაში საერთოდ ნამყოფი არ იყო. ამიტომ ჯერ ჩვენს მოქალაქეებს გავაცნოთ ერთმანეთი და მერე წავიდეთ ევროპისკენ. მერე გავაცნოთ, ყველამ ერთად, მთლიანად საქართველომ მესტია და ჩვენი უნიკალური ბუნება და კულტურა. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ ჩვენი ქვეყნის მომავალს ვწყვეტთ. იმდენად დარწმუნებული ვართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერაში, რომ მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ – ღირსეული გამარჯვება უნდა დავიცვათ. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ არანაირ პროვოკაციებს, ღირსებით, მოთმინებით, სამართლიან ბრძოლაში მშვიდად, კიდევ ერთხელ უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება და ეს გამარჯვება გავხადოთ მესტიის და სრულიად საქართველოს გამარჯვება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.