გიორგი გახარია - ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა
გიორგი გახარია - ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა

ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშვიდობა და მოლაპარაკება.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა და რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ განცხადებები გაკეთდა.