გიორგი გახარია - ჩვენი რეფორმები ორიენტირებულია იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ
გიორგი გახარია - ჩვენი რეფორმები ორიენტირებულია იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ

ჩვენ ვიცით, სად ვიყავით, დღეს სად ვართ და რა მიზანი გვაქვს, ამიტომ დავარქვით ჩვენ ამას სისტემური განახლება, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „იმედი Live- ში“ საუბრისას.

ყველაფერი კარგი რაც იყო გაკეთებული, იმას ვინარჩუნებთ, მაგრამ ჩვენი რეფორმები ორიენტირებულია იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ ეფექტური, პოლიტიკურად ნეიტრალური, პოლიცია არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და, რა თქმა უნდა, ვამბობთ, რომ ვერანაირ მიღწევა კრიმინალთან ბრძოლაში ვერ იქნება დაფასებული და გამართლებული, თუ ადამიანის ღირსება და თავისუფლება ვერ შევინარჩუნეთ. ეს არ არის რაღაც ხმამაღალი სიტყვები, ეს არის ის მიდგომა,  რითიც ჩვენ ვცდილობთ კიდევ უფრო ავამაღლოთ ნდობა პოლიციასა და საზოგადოებას შორის“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.