გიორგი გახარია - ჩვენი რეფორმები და გეგმები შეუძლებელია განხორციელდეს საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე
გიორგი გახარია - ჩვენი რეფორმები და გეგმები შეუძლებელია განხორციელდეს საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე

შეუძლებელია, შევქმნათ საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემა, თუ პოლიციელს, სამართალდამცველსა და მოქალაქეს შორის ნდობა არ იქნება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, შსს-ს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ისე განახორციელოს თავისი საკვანძო ფუნქცია, რომ საზოგადოების ნდობა შეინარჩუნოს და აამაღლოს.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოწვებები იყო საკმაოდ რთული და სერიოზული. თუმცა, მე არ მინდა კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრო. მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ფუნქცია გახლავთ ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რა თქმა უნდა, კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა არის ჩვენი საკვანძო ფუნქცია. მეორე ძირითადი გამოწვევა გახლავთ შედეგი მივიღოთ ისე, რომ საზოგადოების ნდობა შევინარჩუნოთ და უფრო მეტიც, ავამაღლოთ. ეს არის ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან გვესმის, რომ ის რეფორმები და გეგმები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, შეუძლებელია განხორციელდეს საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე. შეუძლებელია, შევქმნათ საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემა, თუ პოლიციელს, სამართალდამცველსა და მოქალაქეს შორის ნდობა არ იქნება. ეს არის ჩვენი ძირითადი გამოწვევა. ვფიქრობთ, ჩვენი გახსნილობა იქნება ამ მიზნის მიღწევის გარანტი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში.