გიორგი გახარია - ჩვენ ვალდებული ვართ, მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს
გიორგი გახარია - ჩვენ ვალდებული ვართ, მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს

საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეფექტურად და მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს მთავრობის და უპირველესად, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს შედეგებია, რომელსაც საქართველო დღეის მდგომარეობით აღწევს.

„თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა მოვეშვათ არცერთი წამით და კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ერთობლივი ბრძოლის ეფექტურობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა ექიმებს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს.

„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ყოველთვის, სანამ ამ გამოწვევას საბოლოოდ არ დავამარცხებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.