გიორგი გახარია - ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას დამიძახებენ - სისხლისმსმელი, თვალების მთხრელი, კომპრომისების ძებნას არ დავიწყებ, ამას არ გავაკეთებ
გიორგი გახარია - ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას დამიძახებენ - სისხლისმსმელი, თვალების მთხრელი, კომპრომისების ძებნას არ დავიწყებ, ამას არ გავაკეთებ

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დამიძახებენ, რას მიწოდებენ, როგორ შემაფასებენ – სისხლისმსმელი, თვალების მთხრელი, კომპრომისების ძებნას არ დავიწყებ და არ გავაკეთებ ამას, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, როდესაც ადამიანი თანხმდება თანამდებობას, მას უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად გააზრებული, რომ შეიძლება მოუწიოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც რისკს შეუქმნის ხვალინდელ კარიერას კი არა, ყოველდღიურ ცხოვრებას.

„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დამიძახებენ, რას მიწოდებენ, როგორ შეაფასებენ – სისხლისმსმელი, თვალების მთხრელი და ა.შ. მე ვბრაზობ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, როდესაც არ მაძლევენ საშუალებას, ავხსნა, რომ არ მაქვს უფლება, დავუშვა კომპრომისი. მე არ მაქვს უფლება, არჩევანი გავიაზრო კიდეც, როდესაც ხდება შტურმი და ფიზიკური შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტზე, ერთი წამით მაინც დავუშვა სისუსტე ან აზრად გავივლო, რომ პოლიტიკოსის ან პოლიტიკური რეპუტაციის გადარჩენის მიზნით, ასევე იმისთვის, რომ არ დამიძახონ ის, რასაც მეძახიან, კომპრომისების ძებნა დავიწყო. არ დავიწყებ და არ გავაკეთებ ამას“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ამ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ თავად, არამედ თითოეული პოლიციელი ატარებს.

დატოვე კომენტარი