გიორგი გახარია - ჩემთვის არაფრით განსხვავდებიან ბოკერია, ხოშტარია, ვასაძე და ფალავანდიშვილი
გიორგი გახარია - ჩემთვის არაფრით განსხვავდებიან ბოკერია, ხოშტარია, ვასაძე და ფალავანდიშვილი

ბატონი ბოკერია, ქალბატონი ხოშტარია, მეორე მხარეს ვასაძე და ფალავანდიშვილი ჩემთვის თავისი რადიკალიზმით არაფრით განსხვავებულები არ არიან, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„სამწუხაროდ მთელი ჩვენი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ემოციები, გასაგები ემოციები ახალგაზრდების, ძველგაზრდების, არ აქვს ამას მნიშვნელობა, პოლიტიკურ კონტექსტში იყო გამოყენებული პირდაპირ და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. რაც შეეხება გავრილოვის კონტექსტს, ეს თემა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 18:00 თუ 19:00 საათზე იყო უკვე დახურული. ამოწურული იყო ეს თემა და ქვეყანას და მთავრობას ამაზე თავისი ფასი გადახდილი ჰქონდა. შემდგომ ყველაფერი და რა თქმა უნდა, მშვიდობიანი დემონსტრაცია და მშვიდობიანი აქცია აბსოლუტურად მისაღები იყო. არავინ ამას არ გააპროტესტებდა, ერთი და ორი აქცია ჩატარებულა ამ ქვეყანაში, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას ზრუნვის მეტი, თავის მოქალაქეებზე არაფერი გამოუჩენია. 8 ივლისს, როდესაც ქალაქში ჩატარდა ოთხი აქცია, მათ შორის ორი რადიკალურად ერთმანეთთან დაპირისპირებული, როდესაც ერთ მხარეს გვყავდნენ ბატონი ბოკერია, ქალბატონი ხოშტარია და მეორე მხარეს გვყავს ვასაძე და ფალავანდიშვილი, აბსოლუტურად რადიკალური, ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული ჯგუფები და რა შეასრულა. ჩემთვის თავისი რადიკალიზმით არაფრით განსხვავებულები არ არიან. როდესაც პუშკინის სკვერში იკრიბება, შეიძლება, სამართლიანი პროტესტისთვის და პოლიცია სთხოვს, რომ იცით რა – იქ არის აგრესიულად განწყობილი ჯგუფი და იქნებ, აქ გამოთქვათ, თქვენი გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება და როდესაც ეს ხალხი, ვითომ ინტელექტუალური ოპოზიცია, ახალგაზრდებს და მათ ემოციებს ამოფარებული, იძახის, რომ ჩვენ ამათ ვერ ვაკონტროლებთ და აუცილებლად მარში და მსვლელობა უნდა ჩავატაროთ, რომ შუბლი-შუბლზე და შევქმნათ ქვეყანაში დაპირისპირებისა და ემოციების კიდევ ერთი კერა, რა დავარქვათ ამას, არაფერი. ეს არის რადიკალური ოპოზიცია. ერთ მხარეს თავისი გაურკვეველი ამბიციებით. ჩემთვის და მათ შორის, არც ერთი პოლიციელისთვის არანაირი სხვაობა არ არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი