გიორგი გახარია ბრიუსელში მაცეი პოპოვსკის შეხვდა
გიორგი გახარია ბრიუსელში მაცეი პოპოვსკის შეხვდა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილეს, მაცეი პოპოვსკის შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომელიც სამომავლოდ დამატებით უნდა გადაიდგას.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ისაუბრა საკუთარი პარტიის და პოლიტიკური გეგმების შესახებ. ასევე, განიხილეს ქვეყანაში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მაცეი პოპოვსკის პარტიის პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა პარტია „საქართველოსთვის“ მიერ უკვე შემუშავებულ რეფორმათა მთელ ჯაჭვზე და ამ რეფორმების დღის წესრიგზე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ეტაპობრივი ინსტიტუციური ინტეგრაციისთვის.