გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა
გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.

გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დღეს გაემგზავრნენ და შეხვედრები ექნებათ როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატო-ში.

ამასთან, შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი