გიორგი გახარია - ბოლო წლების განმავლობაში შეწყალებით გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებს თუ გადავხედავთ, საკმაოდ საგანგაშო ციფრებია
გიორგი გახარია - ბოლო წლების განმავლობაში შეწყალებით გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებს თუ გადავხედავთ, საკმაოდ საგანგაშო ციფრებია

ჩვენ თუ გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში შეწყალებით გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებს, საკმაოდ საგანგაშო რიცხვებია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, არსებობს მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის პრობლემები.

“ერთ-ერთი კომპონენტი არის შეწყალების ინსტიტუტი, რომელსაც აქ გარკვეული ფუნქცია ჰქონდა და ამაზე მივანიშნეთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ შეწყალების ინსტიტუტი არის პანაცია და მისი გამოსწორებით ყველაფერი დალაგდება, არა, მართლმსაჯულების ერთიან სისტემაზე ვსაუბრობთ. ბოლო წლების განმავლობაში შეწყალებით გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებს თუ გადავხედავთ, იქაც საკმაოდ საგანგაშო ციფრებია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის სისტემური მიდგომა და ჩვენ უნდა ვისაუბროთ მართლმსაჯულების ერთიან ეფექტურ სისტემაზე”, – განაცხადა გახარიამ.