გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ჩასვლაზე - ეს იყო კერძო ვიზიტი ადამიანის, რომელიც დიდ პატივს სცემს სამეგრელოს 
გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ჩასვლაზე - ეს იყო კერძო ვიზიტი ადამიანის, რომელიც დიდ პატივს სცემს სამეგრელოს 

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად იმყოფება სადაც, მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ჩასვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა:

„ეს იყო კერძო ვიზიტი ადამიანის, რომელიც დიდ პატივს სცემს სამეგრელოს და ბევრ კარგს აკეთებს და გააკეთებს მომავალშიც სამეგრელოსთვის“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 30 მარტს ზუგდიდს ესტუმრა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა. ამასთან, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაშიც იმყოფებოდა.