გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში
გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში.

პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა მიმართეს კითხვით, რატომ არ არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილი, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს კამპანიაში.

„ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, იცით, რომ იღებს მონაწილეობას და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, ამაზე ნუ ღელავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.