გიორგი გახარია - როცა სათქმელია, საყვედურიც შეგვიძლია, ამ შემთხვევაში „აირზენას“ ეკუთვნის მადლობა, რომ ასეთი ეფექტიანი თანამშრომლობა გამოგვივიდა
გიორგი გახარია - როცა სათქმელია, საყვედურიც შეგვიძლია, ამ შემთხვევაში „აირზენას“ ეკუთვნის მადლობა, რომ ასეთი ეფექტიანი თანამშრომლობა გამოგვივიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არ ერიდებიან საყვედურის თქმას, როცა ამის საჭიროებაა და მადლობის თქმაც შეუძლიათ.

გახარიამ მაგალითად მოიყვანა ავიაკომპანია „აირზენა“ და აღნიშნა, რომ კომპანიამ თავის დროზე საყვედური დაიმსახურა, თუმცა ახლა ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა ეკუთვნის.

„როცა საყვედურია სათქმელი, ჩვენ საყვედურის თქმაც შეგვიძლია და როცა მადლობაა სათქმელი, მადლობაც შეგვიძლია. მაგალითად, როცა ავიაკომპანიას საყვედური ეკუთვნოდა, საყვედური ვუთხარით, ამ შემთხვევაში ეკუთვნის მადლობა და, რა თქმა უნდა, „აირზენას“ მადლობა უნდა გდავუხადოთ იმისთვის, რომ მართლაც ასეთი ეფექტური თანამშრომლობა გამოგვივიდა.

12 ათასზე მეტი ადამიანის შეღავათიანი პირობებით, ორგანიზებულად საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნება არ არის მარტოვი საქმე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიმდინარე კრიზისში ხარ, მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლის ეტაპზე ხარ. საკმაოდ რთული იყო ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენი ვალდებულებაა, რასაც ვაკეთებდით“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.