გიორგი გახარია - აშკარაა, რომ სიტუაცია მძიმდება, დაინფიცირების ტემპი უფრო და უფრო სწრაფი ხდება
გიორგი გახარია - აშკარაა, რომ სიტუაცია მძიმდება, დაინფიცირების ტემპი უფრო და უფრო სწრაფი ხდება

სამწუხაროდ, დღეს გვაქვს კორონავირუსის 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, სიტუაცია გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისად, ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე.

პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მიიღო დავალებად, ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შემოწმება უახლოესი ორი დღის განმავლობაში.

გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორია მზაობა ვირუსთან ბრძოლის პირველ ცხელ ხაზზე.

„ჩვენ გვყავს დაახლოებით 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 2 000 ოჯახის ექიმი. შესაბამისად, სად არიან ეს ადამიანები, რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია. პირველ რიგში, ამ ადამიანების ტრეინინგები და მათი მზაობა ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია, ჯანდაცვის სისტემაზე, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს“, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.