გიორგი გახარია - არის გარკვეული კულტურული პრობლემები, როდესაც დაზარალებულს უჭირს სამართალდამცველებთან თანამშრომლობა
გიორგი გახარია - არის გარკვეული კულტურული პრობლემები, როდესაც დაზარალებულს უჭირს სამართალდამცველებთან თანამშრომლობა

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, არის გარკვეული კულტურული პრობლემები, როდესაც დაზარალებულს უჭირს საგამოძიებო ორგანოებთან და სამართალდამცველებთან თანამშრომლობა.

შს მინისტრმა ამის შესახებ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი ან მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული და ყველა სახის დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი დანაშაული.

აქ არის გარკვეული კულტურული პრობლემები, როდესაც დაზარალებულს უჭირს საგამოძიებო ორგანოებთან და სამართალდამცველებთან თანამშრომლობა. განსაკუთრებულ დიდ მნიშვნელობას იძენს სამართალდამცველების კომპეტენცია, მათი ცოდნა და რა თქმა უნდა გამოძიების ხარისხი. სწორედ ამ ამოცანების გადასაჭრელად არის შექმნილი ეს დეპარტამენტი, სწორედ ეს იქნება მისი ძირითადი გამოწვევა და მსგავსი პრობლემების გადასაწყვეტად იქმნება ეს დეპარტამენტი“, – განაცხადა შს მინისტრმა.