გიორგი გახარია ან ლინდეს და მიხაელ ზიბერტს საპარლამენტო არჩევნების პოზიტიური შეფასებისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მხარდამჭერი განცხადებებისთვის შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ მიხაელ ზიბერტს მადლობას უხდის.
დასავლელი პარტნიორების შეფასებებს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
„ვაფასებთ თქვენს პოზიტიურ შეფასებას საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმართ და ველით შვედეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამომავლო გაძლიერებას“, – წერს გიორგი გახარია.
პრემიერ-მინისტრი ასევე ხაზს უსვამს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის პერსპექტივას.
„საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში წარმოჩენილი და ქვეყნისთვის ისტორიული საარჩევნო სისტემის რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობას მოგახსენებთ. მოუთმენლად ველით ჩვენს ერთგულ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლას”,- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
Thanks you Michael Siebert @GERonOstpolitik for voicing your support to historic electoral reforms reflected in parliamentary elections of our country. Looking forward to embark on a new path of partnership with our close friend and a devoted partner 🇩🇪. https://t.co/gQbURGSUYB
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) November 4, 2020
Thanks @AnnLinde for your supportive stance toward Georgia’s democratic processes. We value your positive assessment of our parliamentary elections and look forward to strengthening 🇬🇪-🇸🇪 relations in the years to come. https://t.co/rF7kB1VjiT
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) November 4, 2020