გიორგი გახარია - ახლა არის დრო, ვიყოთ კონცენტრირებული კონკრეტულ შედეგებზე, რათა ყველა დაგეგმილი ინიციატივა მივიტანოთ თითოეულ მოქალაქემდე
გიორგი გახარია - ახლა არის დრო, ვიყოთ კონცენტრირებული კონკრეტულ შედეგებზე, რათა ყველა დაგეგმილი ინიციატივა მივიტანოთ თითოეულ მოქალაქემდე

ახლა არის დრო, ვიყოთ კონცენტრირებული კონკრეტულ შედეგებზე, მათ შორის დროში გაზომვაზე, ჩვენ სრულად, ეფექტურად უნდა ავამუშაოთ სახელმწიფო ბიუროკრატია, რათა ყველა დაგეგმილი კარგი ინიციატივა მივიტანოთ როგორც შედეგი ჩვენს თითოეულ მოქალაქემდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ბევრი ძალიან კარგი გეგმა და ინიციატივა აქვს.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ შრომა და საქმე. რამდენჯერმე ვთქვი, რომ ბევრი კარგი ინიციატივა და გეგმა გვაქვს. ახლა არის დრო, ვიყოთ კონცენტრირებული კონკრეტულ შედეგებზე, მათ შორის დროში გაზომვაზე. ჩვენ სრულად, ეფექტურად უნდა ავამუშაოთ სახელმწიფო ბიუროკრატია, რათა ყველა დაგეგმილი კარგი ინიციატივა მივიტანოთ როგორც შედეგი ჩვენს თითოეულ მოქალაქემდე. ეს არის ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანა, საქმე და შრომა, ეფექტი, შედეგი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უახლოეს პერიოდში, მაქსიმალურად სწრაფად გაზომვადი შედეგები ვაგრძნობინოთ მოქალაქეებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, დღეს პარლამენტის სხდომაზე მკაფიოდ ისაუბრა უსაფრთხოების კომპონენტზე, როგორც შიდა, ისე საგარეო უსაფრთხოების კომპონენტზე, ეკონომიკის განვითარებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე.

„ეს იქნება ჩვენი ძირითადი განზომილებები, რომელზეც ვიქნებით კონცენტრირებული. გარდა ამისა, ხაზგასმით აღვნიშნე, პრინციპებისა და ფასეულობების დონეზე, პირველი – ეფექტურობა. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეული მოქალაქისთვის, არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება, ქალაქსა თუ სოფელში, სახელმწიფო და მთავრობა არის ჩინოვნიკი. როდესაც ის სახლიდან გამოდის, მის პრობლემას აგვარებს ან ვერ აგვარებს. ჩვენ ვიქნებითკონცენტირებული კონკრეტულად შედეგზე და გვექნება დროში გაზომვადი მიზნები. სახელმწიფო ბიუროკრატია უნდა იყოს ეფექტური და კეთილსინდისიერი. როცა ვამბობ კეთილსინდისიერი, ეს ნიშნავს, რომ მათი ძირითადი ორიენტაცია უნდა იყოს თითოეული მოქალაქის მოთხვონილებების დაკმაყოფილება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.