გიორგი გახარია - ახლა არ არის სწორი მთავრობაზე თავდასხმა და გარკვევა, ვინ რა შეცდომა დაუშვა, ეს ცოტა მოგვიანებით შეიძლება გავაკეთოთ, ახლა ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე
გიორგი გახარია - ახლა არ არის სწორი მთავრობაზე თავდასხმა და გარკვევა, ვინ რა შეცდომა დაუშვა, ეს ცოტა მოგვიანებით შეიძლება გავაკეთოთ, ახლა ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე

დღეს არ არის დრო, ვარკვიოთ, ვინ რაშია დამნაშავე, დღეს არის დრო, ყველამ ზედმიწევნით შევასრულოთ ელემენტარული წესები, რათა ოჯახის წევრები, ხანდაზმულები, ბავშვები დავიცვათ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ რუსთავში განაცხადა, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს ეპიდემიოლოგიური ვითარება იმდენად არის დამძიმებული, რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესები დაიცვას.

„დღეს არ არის იმის დრო, ვარკვიოთ, ვინ რაშია დამნაშავე, დღეს არის იმის დრო, რომ ყველამ ზედმიწევნით შევასრულოთ ელემენტარული წესები, რათა ოჯახის წევრები, ხანდაზმულები, ბავშვები დავიცვათ. არ არის ახლა სწორი მთავრობაზე თავდასხმა და იმის გარკვევა, ვინ, როდის, რა შეცდომა დაუშვა. ეს ცოტა მოგვიანებით შეიძლება, გავაკეთოთ,  როდესაც ამ მძიმე ეპიდემიოლოგიური კრიზისიდან გამოვალთ. ახლა ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი