გიორგი გახარია აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობისას გამონაკლისების დასაშვებად მოსახლეობამ ცხელ ხაზზე - 144-ზე უნდა დარეკოს
გიორგი გახარია აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობისას გამონაკლისების დასაშვებად მოსახლეობამ ცხელ ხაზზე - 144-ზე უნდა დარეკოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების მიუხედავად, დაშვებული იქნება გამონაკლისები, რასთან დაკავშირებითაც მოსახლეობამ უნდა მიმართოს ცხელ ხაზს – 144-ს. ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს ოთხ მსხვილ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 15 აპრილის 21:00 საათიდან სრულად შეიზღუდება ყველა სახის შესვლა და გამოსვლა ყველა სახის ტრანსპორტით. რა თქმა უნდა, აქ გარკვეული გამონაკლისები იქნება, რომლის დასაკმაყოფილებლად ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ ცხელ ხაზს – 144-ს.

მეორე – მთავრობა მიმართვას პრეზიდენტს იმისთვის რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდეს 10 მაისამდე.

ამასთან, ჩვენი დღევანდელი საუბრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტი – საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად მიაღწია შეთანხმებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის შეთანხმების თაობაზე, რაც ფაქტობრივად ნიშნავს პირდაპირ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ქვეყნისთვის 447 მილიონი დოლარის დახმარებას წლის ბოლომდე, სხვა დონორების მხრიდან სახელმწიფოს მიმართულებით მილიარდ 500 მილიონი დოლარის აკუმულირებაზე და ინექციაზე წლის ბოლომდე და ასევე, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ჩვენს კერძო სექტორს, მათთან ერთად ვესაუბრეთ დონორ ორგანიზაციებს, რომლებმაც განაცხადეს მზადყოფნა, მოახდინონ მილიარდ ნახევარი დოლარის აკუმულირება იმისთვის, რომ დაეხმარონ საქართველოს ფინანსურ სექტორს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.