გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ე.წ. შატლ-ავტობუსები იმოძრავებს
გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ე.წ. შატლ-ავტობუსები იმოძრავებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ე.წ. შატლ-ავტობუსები (Shuttle bus-ები) იმოძრავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს იმერეთის რეგიონში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„მოვაგვარეთ ეს, შევთანხმდით და „შატლები“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით იმოძრავებს, ისევე, როგორც რკინიგზის სადგური გარემონტდება, რომელიც 1.5 კმ.-ით არის დაშორებული აეროპორტიდან და ქალაქისთვისაც კარგი იქნება, იმ „შატლს“ დაუკავშირდება ეს რკინიგზის სადგურიც და ჩვენი შტადლერები, რომლებიც მოძრაობს, ქუთაისშიც გაჩერდება“, – აღნიშნა პრემიერმა.