გიორგი გახარია აცხადებს, რომ პია კაუმა საქართველოში „როგორც მინიმუმ, შემოტყუებით“ ჩამოდიოდა
გიორგი გახარია აცხადებს, რომ პია კაუმა საქართველოში „როგორც მინიმუმ, შემოტყუებით“ ჩამოდიოდა

„ოცნებამ” ფული გადაიხადა, ვიღაც სტუმრებსაც ელოდებოდა, მაგრამ ისინიც ვერ ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ფასი არ აქვს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კი ფორმალურად გამოუგზავნა ახალი წლის მისალოცი ბარათი ირაკლი კობახიძეს.

„უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ხომ ფასი არ აქვს არა? „ოცნებამ” ფული გადაიხადა, ვიღაც სტუმრებსაც ელოდებოდა, მაგრამ ისინიც ვერ ჩამოვიდნენ. ნატო-ს ხელმძღვანელმა, როცა ფორმალურად, მიყოლებით აგზავნიან, მისალოცი გამოაგზავნა. ჩვენ ხომ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ?!” – აღნიშნა გახარიამ.

ამასთან, კითხვაზე – ფიქრობს თუ არა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა გადახდილი ფულით ჩამოდიოდა საქართველოში, გახარიამ უპასუხა: „შემოტყუებით, როგორც მინიმუმ”.