გიორგი გახარია აცხადებს, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლების შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის პროცესში ჩართვა იგეგმება
გიორგი გახარია აცხადებს, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლების შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის პროცესში ჩართვა იგეგმება

20 მილიონი ლარით შემცირდა კულტურის ბიუჯეტი, ისევე, როგორც შემცირდა ყველა მიმართულების, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატ ბექა ოდიშარიას მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურის თქმით, კულტურის წარმომადგენლებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული გეგმები.

„მუშავდება პროგრამები, როგორ ჩაერთონ ჩვენი კულტურის სფეროს წარმომადგენლები შიდა ტურიზმის რეკლამირების ნაწილში და თბილისის მერიასთან ერთად ამ მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები ჩატარდება“, – განაცხადა პრემიერმა.

დატოვე კომენტარი