გიორგი გახარიას განცხადებით, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას
გიორგი გახარიას განცხადებით, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას.

მისი თქმით, ტყუილია ინფორმაცია, რომ აღნიშნული კანონპროექტი მედიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი. მედიის თვალსაზრისით, ეს არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. როგორც ვიცი, საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას. ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც მისი მფლობელების გარდა, ასევე სახელმწიფოც პასუხისმგებელია.

ვიდრე კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ მსგავს მიმართულებებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი