გიორგი გახარია - აჭარაში წყალმომარაგება ყველაზე დიდი პრობლემაა, ორი-სამი წლის განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდება
გიორგი გახარია - აჭარაში წყალმომარაგება ყველაზე დიდი პრობლემაა, ორი-სამი წლის განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდება

დღეს ქედა იქცა ბუნების, სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიის, მეღვინეობის, ტურისზმის გავითარების ცენტრად. სტუმრებს აცნობთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, წარსულს და თითოეულ აქ მცოვრებ ადამიანს მომავლის იმედს უქმნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქედაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძეს წარუდგენა.

მისივე თქმით, ქედაში არის გარკვეული პრობლემები, როგორიცაა წაყალმომარაგება, გაზიფიცირება, გზების რეაბილიტაცია, რაც აუცილებლად მოგვარდება.

„დიდი პატივია, ვიყო აქ. დაწყებული შუა სააუკუნეებიდან ქედა ვაჭრობისა და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ცენტრი იყო. დღეს კი ქედა იქცა ბუნების, სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიის, მეღვინეობის, უნიკალური ჯიშების, ტურიზმის განვითარების ცენტრად. სტუმრებს აცნობთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, წარსულს და თითოეულ აქ მცოვრებ ადამიანს მომავლის იმედს უქმნით. თუმცა ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი კარგი საქმე, რომელიც ერთად დავიწყეთ, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ქედაში ბევრი წამოწყება არის დადასრულებელი. ისეთი რამ არის გასაკეთებელი, რომელიც ჯერ კიდევ აღელვებს აქაურ ხალხს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. კარგად გვესმის, რომ წყალმომარაგება არის ყველაზე დიდი პრობლემა და ყველამ ერთად ამას უნდა მივხედოთ. უახლოესი ორი სამი წლის განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდება. გაზიფიცირება მაღალმთიან აჭარაში პრობლემაა. უკვე მომავალი წლიდან დაქსელვასაც დავიწყებთ და აქ ეს პრობლემაც თთოეულ ოჯახს უნდა მოვუგვაროთ. მუნუციპალური ცენტრიდან სოფლებამდე გზები ასე თუ ისე ნორმალურ მდგომარეობაშია, სოფლებში შიგნით კი გზების მოსაწესრიგებლად თანხები გამოყოფილია და რეაბლიტაციაც დაიწყება. ბევრი რამ გაკეთდება: ქედის საშუალო სკოლის რემონტი, მუზეუმის, კულტურის სახლის რემონტი. ეს ყველაფერი კეთდება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები, მათი განათლება, მოხუცების ჯანმრთელობა, მათი სოციალური დახმარება, პენსია- ძირითადი ვალდებულებები, რომლებიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. რა თქმა უნდა, გლეხს უნდა მივეხმაროთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ფერმერი“, – განაცხადა გიროგი გახარიამ.