გიორგი გახარია - 2021 წლის განმავლობაში მოქალაქეები დენის ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ, მთავრობა დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას, 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის დაასუბსიდირებს

ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში, ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, პარლამენტის წარმომადგენლებთანაც და მივიღეთ ამ მომენტისთვის ერთადერთი შესაძლებელი და გამართლებული გადაწყვეტილება – 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა სხვაობას ელექტროენერგიის დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს სემეკი, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის.

„საქართველოში არის სულ 1.7 მილიონი აბონენტი, საიდანაც 1.6 მილიონი აბონენტი მოიხმარს 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას“, – აღნიშნა პრემიერმა.