გიორგი გახარია - 2020 წლის ბიუჯეტში ასახულია სოციალური პასუხისმგებლობა, ასევე ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები, ამაში მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსება
გიორგი გახარია - 2020 წლის ბიუჯეტში ასახულია სოციალური პასუხისმგებლობა, ასევე ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები, ამაში მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსება

2020 წლის ბიუჯეტში ასახულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, ასევე ასახულია ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან. ამაში მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე შევიტანეთ პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტი. ერთობლივი მუშაობის შედეგად, ბიუჯეტი გამოგვივიდა საკმაოდ დაბალანსებული. ბიუჯეტში ასახულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე ასახულია ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან. ამაშიც მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსება. თუმცა, კოორდინირებული მუშაობა შემდგომში როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტისა და ეროვნული ბანკის მხრიდან, იქნება მნიშვნელოვანი, რომ შესაბამისად 2020 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეფექტიანობა იყოს სახეზე და ის აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მოგეხსენებათ, ბიუჯეტში დეფიციტი გვაქვს 2,7 პროცენტი, რომელიც სრულად შეესაბამება სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამას. ამაში მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსებულობის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.