გიორგი გახარია - 2012 წლამდე საქართველოში სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა იყო რეპრესიული, ამასთან ბრძოლა წლების განმავლობაში გვიწევდა
გიორგი გახარია - 2012 წლამდე საქართველოში სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა იყო რეპრესიული, ამასთან ბრძოლა წლების განმავლობაში გვიწევდა

2012 წლამდე საქართველოში სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა იყო რეპრესიული, არასამართლიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ამგვარ სისტემას წლების განმავლობაში ებრძოდა.

„საქართველოში სამართალდამცავი სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა იყო სისტემურად რეპრესიული და არასამართლიანი. 2012 წლის შემდეგ ამასთან ბრძოლა წლების განმავლობაში გვიწევდა. ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე კი არ არის საუბარი, სისტემა იყო მთლიანად კორუმპირებული და ძალადობრივი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.