გიორგი გახარია - 112-ში ზარები ათობით ათასით არის გაზრდილი და ისინი რეგიონული და დარგობრივი თვალსაზრისით სხვადასხვა ქოლცენტრში გადანაწილდება
გიორგი გახარია - 112-ში ზარები ათობით ათასით არის გაზრდილი და ისინი რეგიონული და დარგობრივი თვალსაზრისით სხვადასხვა ქოლცენტრში გადანაწილდება

112-ში ზარები ათობით ათასით არის გაზრდილი, რომლებიც რეგიონული და დარგობრივი თვალსაზრისით სხვადასხვა ქოლცენტრში გადანაწილდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ამ ზარების დივერსიფიცირება მოვახდინეთ და ისინი გადანაწილდება სხვადასხვა ქოლცენტრში რეგიონული, ასევე დარგობრივი თვალსაზრისით. ეს პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება და 112-ის მუშაობის ხარისხი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო გაიზრდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაახლოებით ერთ კვირაში ამ კუთხით არსებული ხარვეზები სრულად აღმოიფხვრება.