გიორგი გაგუამ სლოვაკეთში სეზონი შედეგიანი გადაცემით გახსნა #1TVSPORT
სლოვაკეთის ჩემპიონატში (ნაიკის ლიგა) ქართველების გუნდებმა პირველი მატჩები ითამაშეს. საწყის ტურში სანდრო ნარიმანიძის „ჟილინამ“ შინ „კოშიცე“ მიიღო და შეხვედრა არასაფეხბურთო ანგარიშით დაასრულა – 4:4.
ქართველი მცველი დაასვენეს, რადგან „ჟილინა“ 30 ივლისს კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში „გკს კატოვიცეს“ ესტუმრება (პირველი 2:1 მოიგო).
„დუნაისკა სტრედა“ „რუზომბეროკს“ გასვლაზე დაუპირისპირდა და ქულა (1:1) ქართველის დამსახურებით მოიპოვა. ცოტნე კაპანაძემ 60 წუთი ითამაშა, გიორგი გაგუა კი მოედანზე ამ დროს შევიდა და 72-ე წუთზე მისი საგოლე გადაცემით მასპინძლებს რამადანმა გაუტანა.
ლუკა სილაგაძის „პოდბრეზოვამ“ 2:0 დაამარცხა „მიხალოვცე“. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მასპინძლების შემადგენლობაში 74 წუთი ითამაშა.
გიორგი მოისწრაფიშვილის და ლუკა ხორხელის ტრნავის „სპარტაკი“ შინ „სკალიცას“ დაუზავდა – 1:1. ქართველებიდან მხოლოდ ხორხელმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 46-ე წუთიდან შევიდა.