გიორგი გაგუამ „დუნაისკა სტრედას“ უკაპიტნა #1TVSPORT

12:19, 13.07.2026

გიორგი გაგუამ „დუნაისკა სტრედას“ უკაპიტნა, რომელიც ამხანაგურ შეხვედრაში ისრაელის გუნდს, თელ-ავივის „ჰაპოელს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ახალაგზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი სლოვაკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და „დუნაისკა“ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა. ცოტნე კაპანაძე კი მოედანზე შეცვლაზე შევიდა.

დუნაისკა სტრედა“ შემდეგ ამხანაგურ მატჩს 17 ივლისს ინგლისურ „ბოლტონთან“ გამართავს, ხოლო 26 ივლისს სლოვაკეთის ჩემპიონატი იწყება, რომელსაც „რუზომბეროკთან“ გასვლითი მატჩით გახსნის.

მსგავსი