გიორგი გაგუა სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა #1TVSPORT
ნიკელიგის ოფიციალურმა გვერდმა სლოვაკეთის ჩემპიონატის მეორე ტურის რჩეული მოთამაშეები დაასახელა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გიორგი გაგუამ, რომელიც „დუნაისკა სტრედაში“ თამაშობს, „ბანსკა ბისტრიცასთან“ შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
გიორგი გაგუა „დუნაისკა სტრედაში“ 2025 წლიდან თამაშობს. 2026 წლის დასაწყისიდან იგი ძირთად შემადგენლობაში მოხვდა და ახლა სასტარტო თერთმეტეულის შეუცვლელი მოთამაშეა.