გიორგი გაგუა - „ალავესში“ დარჩენა მსურს, რადგან ამ კლუბში გავიზარდე #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი გაგუამ ევრო 2023-ზე ჩვენი ნაკრებს გამოსვლა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ შეაფასა.
„ჯგუფური ეტაპის თამაშების შემდეგ, ისრაელთან მეოთხედფინალისთვის მზად ვიყავით, მაგრამ ეს მატჩი სხვაგვარი შინაარსის იყო და ალღო ვერ ავუღეთ, მომენტების რეალიზაციაც ვერ შევძელით.
ისრაელთან თავიდან რაღაც პერიოდში „ჩაგვეძინა“ და მომენტები შეგვიქმნეს. თუმცა, შემდეგ რისკის გარეშე გავაგრძელეთ თამაში. შესვენებაზე დავილაპარაკეთ და მეორე ნახევარში სულ სხვა მოტივაციით ვითამაშეთ.
ჩვენი გუნდი, 5 წელია, ერთად მოვდივართ, ძალიან კარგად ვიცნობდით ერთმანეთს და ნაკრებში ყველა ერთმანეთთან ვმეგობრობდით, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი გავლენა იქონია გულშემატკივრებმაც, რომლებმაც დიდი ძალა შეგვმატეს. იყო თუ არა ჩემს გოლზე პორტუალიასთან ჯარიმა? არ ვიცი – ესპანეთში ასეთ დროს შემტევებს არ აჯარიმებენ.
რა თქმა უნდა, ევრო 2023-ზე იმხელა გამოცდილება მივიღეთ, მთელი ცხოვრება გაგვყვება – ისეთი დონის გუნდებს ვეთამაშეთ, რომლებიც ტოპეშელონის ნაკრებებად ითვლებიან. ამ ნაკრებებში უმრავლესობა მაღალი დონის კლუბებში თამაშობდა.
ხომ არ არის საკლუბო კარიერაში სიხლეები? ამაზე ჩემი აგენტი ჯერ საუბარს თავს არიდებს, მაგრამ მალე გავიგებ. ჯერ „მაგიდაზე“ არაფერი დევს. თუმცა, „ალავესში“ ვარ და ამ გუნდზე ვარ კონცენტრირებული. გუნდში დარჩენა მსურს, რადგან ამ კლუბში გავიზარდე, მაგრამ თუ ევროტურნირზე გასული გუნდი დაინტერესდება, სიამოვნებით გადავალ“, – ამბობს გიორგი გაგუა.