გიორგი გაბუნია – ევროპელი ბიუროკრატები ევროპულ ღირებულებებზე გვესაუბრებიან, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩართული არიან აგრესიული და რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაში, წახალისებაში

13:30, 29.09.2026

ჩვენთვის მიუღებელია, რომ დემოკრატიული ღირებულებების საფარქვეშ მოხდეს ასეთი რადიკალური ჯგუფების და ექსტრემისტების მხარდაჭერა, წახალისება, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგიბ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე, რომელშიც შალვა პაპუაშვილი წერს: „ადამიანის უფლებების დაცვა მისი ქცევის გამართლებას არ მოითხოვს. შეგიძლია, იდავო სასჯელზე, მაგრამ იმავდროულად დაგმო პოლიციელზე ძალადობა. შეგიძლია, დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ იმავდროულად დაგმო მოქალაქეთა შეურაცხყოფა. ევროკავშირისგან სწორედ ამ თანმიმდევრულობას ვითხოვთ“.

მისივე თქმით, ევროპელი ბიუროკრატები ჩართული არიან აგრესიული და რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაში.

„ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უმძიმესი პროვოკაციები მზადდებოდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება შენარჩუნებულიყო. ნახეთ, ხელისუფლების მიმართ რამხელა პოლიტიკური ზეწოლა განხორციელდა. არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ საზოგადოებაზე. ჰიბრიდული ომის მომსწრენი გავხდით. ამისთვის გამოყენებული იყო აგენტურა. ამისთვის გამოყენებული იყვნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ე.წ. ხელოვანები, კულტურის წარმომადგენლები.

რა შეიძლება თქვა იმ ადამიანზე, რომელიც დაკავებულია სიძულვილის ენით. მან მილიონზე მეტ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა. გარე დამფინანსებლები ფსონებს სწორედ ასეთ ადამიანებზე დებენ, რომელთა მიზანი საქართველოში სიტუაციის ესკალაცია იყო. ჩვენ ევროპელი ბიუროკრატები ევროპულ ღირებულებებზე გვესაუბრებიან, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩართული არიან აგრესიული და რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაში, წახალისებაში. საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციას სწორედ ასე ცდილობენ. ჩვენთვის მიუღებელია, რომ დემოკრატიული ღირებულებების საფარქვეშ მოხდეს ასეთი რადიკალური ჯგუფების და ექსტრემისტების მხარდაჭერა, წახალისება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი